კვლევისა და განვითარების ცენტრების ხელმძღვანელები და თანამშრომლები

ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲜᲔᲯᲛᲔᲜᲢᲘ ᲓᲐ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲐ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲔᲑᲨᲘ
პრაქტიკული სწავლება უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვის, ადმინისტრირების, შეფასებისა და განვითარების მიმართულებით.
პრაქტიკული კომპეტენციები კვლევითი საქმიანობის ეფექტიანი მართვისთვის
ტრენინგის მიზანია უნივერსიტეტების კვლევითი საქმიანობის მართვასა და ადმინისტრირებაში ჩართული სპეციალისტების პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება: ინსტიტუციური ორგანიზება, სტრატეგიული დაგეგმვა, საგრანტო პროცესების კოორდინაცია, შედეგების მონიტორინგი და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ვისთვის არის განკუთვნილი
სამეცნიერო დეპარტამენტებისა და საგრანტო ოფისების წარმომადგენლები
კვლევითი პროექტების კოორდინატორები
ფაკულტეტებზე კვლევაზე პასუხისმგებელი პირები და აკადემიური ადმინისტრაცია

მარინე შავლაყაძე
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის აკადემიური დოქტორი (PhD)
მკვლევარი, უნივერსიტეტის ლექტორი და სამეცნიერო საქმიანობის მართვისა და ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი.
აქვს სამეცნიერო-კვლევით და საუნივერსიტეტო სექტორში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება, მათ შორის კვლევითი პროექტების დაგეგმვის, საგრანტო საქმიანობის, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევითი პროცესების ორგანიზების მიმართულებით.
5 ძირითადი პროფესიული მიმართულება
სამეცნიერო საქმიანობის მართვა
2021–2024 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევისა და განვითარების ცენტრს. აქვს საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის ორგანიზებისა და ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება.
სამეცნიერო პროექტები და გრანტები
მონაწილეობდა 11 სამეცნიერო და საგრანტო პროექტში, როგორც პროექტის ხელმძღვანელი ან შემსრულებელი. გამოცდილება მოიცავს კვლევითი იდეების განვითარებას, საპროექტო წინადადებების მომზადებასა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციას.
საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა
მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და 15 საერთაშორისო ტრენინგში. თანამშრომლობს უცხოეთის უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და სამეცნიერო ორგანიზაციებთან.
სამეცნიერო ლიდერობა და ორგანიზაციული გამოცდილება
2014–2024 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. არის ორგანიზაცია „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“-ს დამფუძნებელი და დირექტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზატორი.
აკადემიური საქმიანობა და ცოდნის გაზიარება
არის 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. აქვს უნივერსიტეტში სწავლებისა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნის გამოცდილება, რაც სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას აერთიანებს.
დეტალური პროგრამაიხილეთ ორდღიანი ტრენინგის განრიგი
ინსტიტუციური მართვა და დაგეგმვა
გახსნა, მონაწილეთა მოლოდინები და საწყისი თვითშეფასება
მოდული I — კვლევითი საქმიანობის მართვის ინსტიტუციური სისტემა
კვლევითი ცენტრის მანდატი; ორგანიზაციული მოდელები; პასუხისმგებლობების განაწილება; ფაკულტეტებთან კოორდინაცია; შიდა პროცედურები. პრაქტიკა: ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მატრიცა.
შესვენება
მოდული II — კვლევითი სტრატეგია და წლიური სამოქმედო გეგმა
კვლევითი პრიორიტეტები; რესურსებისა და საჭიროებების შეფასება; SWOT; მიზნები, აქტივობები, ვადები და პასუხისმგებლები. პრაქტიკა: წლიური გეგმის შაბლონის შევსება.
შესვენება
მოდული III — საგრანტო საქმიანობის ადმინისტრირება
საგრანტო შესაძლებლობების მოძიება; განაცხადის შიდა შეთანხმება; ბიუჯეტისა და ვადების კოორდინაცია; პროექტის ციკლი; რისკები და ანგარიშგება. პრაქტიკა: განაცხადის ადმინისტრაციული მარშრუტის შექმნა.
ჯგუფური სამუშაო და პირველი დღის შეჯამება
ორგანიზაციული სქემის, წლიური გეგმისა და საგრანტო პროცესის რუკის გაერთიანება.
შეფასება და განვითარება
კვლევითი საქმიანობის მონიტორინგის ინდიკატორების შერჩევა და შედეგების შეფასება
საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა
კვლევითი და საგრანტო პროცესების პრაქტიკული ინსტრუმენტები
90-დღიანი პრაქტიკული სამოქმედო გეგმის მომზადება
პროგრამის საათობრივი განრიგი საორგანიზაციო საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაზუსტდეს. ცვლილების შესახებ მონაწილეები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.
რას შეძლებთ ტრენინგის დასრულების შემდეგ
კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას
კვლევითი საქმიანობის წლიური სამოქმედო გეგმის შედგენას
საგრანტო განაცხადის შიდა ადმინისტრაციული პროცესის აღწერას
მონიტორინგის ინდიკატორებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტების შერჩევას
90-დღიანი პრაქტიკული სამოქმედო გეგმის მომზადებას
მიღებული შაბლონებისა და სამუშაო ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენებას
სამუშაო მასალები და სერტიფიკატი
- პრეზენტაციები და პასუხისმგებლობების მატრიცა
- SWOT-ისა და წლიური გეგმის შაბლონები
- საგრანტო ადმინისტრირების საკონტროლო სია
- პროექტების რეესტრისა და KPI-ების მაგალითები
- საერთაშორისო პარტნიორობისა და 90-დღიანი გეგმის სამუშაო ფორმები
- მონაწილეობის სერტიფიკატი
დაჯავშნეთ ადგილი ტრენინგზე
შეავსეთ ფორმა. რეგისტრაციის დადასტურება და გადახდის დეტალები მითითებულ ელფოსტაზე გამოგეგზავნებათ.
- რეგისტრაციის ბოლო ვადა
- 5 დეკემბერი, 2026
- ტრენინგის თარიღი
- 10–11 დეკემბერი, 2026
- ადგილი
- თბილისი — ზუსტი მისამართი გამოცხადდება დამატებით